ექსკლუზივი: “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთის მერობის კანდიდატი შეარჩია _ ვისზე შეაჩერა არჩევანი მმართველმა გუნდმა

“ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთის მერობის არჩევნებზე კანდიდატი საბოლოოდ შეარჩია. რამდენიმე წუთის წიმ, მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, ოზურგეთში, მერობისთვის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იბძოლებს. თალაკვაძე რამდენიმე წლის განმავლობაში საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხელმძღვანელობდა. მან, თანამდებობა საკუთარი სურვილით რამდენიმე თვის წინ, არსებული ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრთან კონფლიქტის გამო დატოვა. ჩვენ შევეცადეთ დეტალები უშუალოდ ავთანდილ თალაკვაძესთან გადაგვემოწმებიმა, თუმცა, მერობისთვის შერჩეულმა კანდიდატმა “გურიის მოამბის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share