“მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ თბილისის არჩეული მერი, შენ პარტიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდე. მე მგონია, რომ პარტიულ თანამდებობაზე არ უნდა იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის ნიშანი უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ გინდა არ გინდა ხარ სუბიექტური, ერთის მხრივ ხარ არჩეული მერი და მეორე მხრივ ხარ პარტიის თავმჯდომარე. ჩემთვის გაცილებით მეტია თბილისი, ეს პასუხისმგებლობა, ვიდრე პოლიტიკა, განსაკუთრებით პარტიული თანამდებობა. ჩემთვის წარმოუდგენელია ვიყო თბილისის არჩეული მერი და თან პარტიის თავმჯდომარე”
– ამბობს ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “მთავარი აქცენტები”.