დღეიდან, საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე ვერ შევლენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს:
ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას.
ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.