“კიდევ ასეთი სცენა მახსოვს, თითქოს ფირნაწვიმი ფილმის ნაწილი”-კეკელიძე

კიდევ ასეთი სცენა მახსოვს, თითქოს ფირნაწვიმი ფილმის ნაწილი. ბებიაჩემი ავად გახდა და ექიმი მოვიყვანეთ. ექიმმა ფილტვებზე მიიტანა ეჭვი და ის გასასინჯი ზურგის ტრუბკა (ასე ვეძახდით ფონენდოსკოპს, აბა, ფონენდოსკოპი რა სახელია?) დააძრო. არაფრით არ აიწია ბებიამ პულოვერი, არც ხვეწნა-დაპირებამ გაჭრა, არც სასაცილო მუქარამ და პირველად მედიცინის ისტორიაში ( ან შეიძლება მეორედ, რადგან ბებიაჩემს არანაკლებ ჯიუტი და ჰყავდა) ექიმმა ჩაცმული პაციენტის ფილტვებს მოუსმინა.
ასეთი იყო ერთი პატარა ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ფარდაფარებულ წლებში – აბსურდული, გაუგებარი, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან იქაური. იქაურობა კი გარდაუვალ სიყვარულს უდრის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share