მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მშვიდობიანი დემონსტრანტებს წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, წყლის ჭავლისა და მხუთავი აირით, აქციის დაშლის მცდელობას ეხმაურება. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აქციის მონაწილეები არავის გაუფრთხილებია, რაც არაკანონიერია:

უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! – ამბობს ლომჯარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share