ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ბავშვთა სახელმძღვანელოში საკუთარი ფოტო განათავსა.
განთავსებული ფოტო-ფაქტი ენმ-ს წევრმა ნიკა ნოზაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ნოზაძემ პოსტში დაწერა, ლაგოდეხის მერმა საკუთარი თავი ილიასა და აკაკის გაუთანაბრა:
“ლაგოდეხის მერმა, ბავშვთა სახელმძღვანელოებში, თავისი ფოტო გამოაჭიმინა და ისე დაარიგა
იქ, ილიაც ესაა და აკაკიც.
მაგარი გადარჩენილები ვართ, რომ ბიძინა ამას არ გავს” – წერია ნოზაძის პოსტში.