კუნთმაგარი ჩლუნგები რომ გამოყავთ ქუჩაში დიდი აქციებით, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა? – ინგა გრიგოლიას კითხვა პრემიერს

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრემიერ ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მედიის აქციებს დააბრალა. 

ინგა გრიგოლია:

“ღარიბაშვილისგან აღარაფერი მიკვირს. პრემიერი სანამ მედიას დააბრალებს გარდაცვლილი და ნაცემი კოლეგის საპროტესტო აქციების მიზეზით გაიზარდაო ინფიცირებულთა რაოდენობა, მანამდე თავის თავს ჰკითხოს, თვითონ რომ კუნთმაგარი ჩლუნგები გამოყავთ ხოლმე ქუჩაში დიდი აქციებით, იატაკქვეშა ოცნებას რომ ვეძახი, იმ აქციებით ხომ არ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა? თავიანთი პოლიტიკური თავყრილობებიც კარგად გაიხსენოს, ნუ ეცდება ახლა ადამიანები, თუნდაც 2-3 კაცი დააჯეროს იმაში, რომ მედიის აქციებმა გამოიწვია ამ რიცხვის ზრდა. სირცხვილია.

ბატონო ირაკლი, ამ განცხადებებს ჯობია, თქვენი მთავრობის წევრებთან როცა შეიყრებით, მიიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და პირველ რიგში, ორგანიზატორები დასაჯოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავინ გაგიტარებთ, ვერ დაგვაკომპლექსებთ ამდაგვარი სულელური ბრალდებებით, რომ თითქოს მედიის აქციებს უკავშირდება ინფიცირებულძთა რაოდენობის ზრდა”.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share