თბილისში, დიდუბეში, ბათუმიდან მომავალი მატარებელი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, დაშავებულს ადგილზე შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია