“შვიდ ნოემბერს რომ იხსენებდით რვაში ნებადართულია?”- ბესელია ხელისუფლებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ, არაპროპორციული ძალის გამოყენებას გამოეხმაურა:
“არაპროპორციული ძალის გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების მიმართ!
ეს არის კანონის დარღვევა !
7 ნოემბერს რომ იხსენებდა დღეს სახელისუფლებო მედია , რა მნიშვნელობა აქვს უსამართლოდ ვინ იქცევა ?
8 ნოემბერს ნებადართულია ?
პროტესტი ამ დროს არ გიჩდებათ?
პ.ს უსამართლოდ ვინც იქცევა ის მარცხდება!
თავს ნუ შეიწუხებთ ტყუილად აქ შემოვარდნით მორალისტი ბოტები , ლუსტრაცია იოლია და ეს გესლიც ვერ აღწევს მიზანს.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share