ცესკოს-თან შსს-მ წყლი ჭავლი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენა. სამართალდამცველები ძალის გამოყენებით, უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ აქციის დაშლას. გარდა ამისა ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმის განსაკუთრებული რაოდენობა.
წყლის ჭავლი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე საათში უკვე მეორედ გამოიყენეს.
შეგახსენებთ, ცესკოს შენობასთან მისვლისთანავე, მაშინ, როცა უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც