“მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.
“მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ, – ამბობს ნიკა გვარამია