“მთავარი არხის” გაყიდვების მენეჯერი თეა გვარამია:
“მივიღეთ შეტყობინება შემოსავლების სამსახურის საიტზე შემოწმებასთან დაკავშირებით, დღეს ვესაუბრე აუდიტის სამსახურის თანამშრომელს, მე თვითონ დავუკავშირდი, მომთხოვეს ყველა ინფორმაცია, დოკუმენტაცია. ჩვენ მზად ვართ, რომ გავუგზავნოთ ყველა ინფორმაცია, მათ შორის საბუღალტრო ბაზა, ყველა ხელშეკრულება, საბანკო ამონაწერები, და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ვერანაირ დარღვევას ისინი ვერ აღმოაჩენენ, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად ყველა გადასახადს ვხდით. რაც შეეხება გეგმიერ შემოწმებას, “მთავარი არხის” გაყიდვების სახლის კომპანია დაარსდა 2019 წლის სექტემბერში, შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო ოქტომბერში, სამი წელი ჯერ არაა გასული, როგორც წესი 3 წლის ხანდაზმულობის ვადაში შემოდიან და ამოწმებენ, თუმცა არაა პრობლემა, მობრძანდნენ, შეგვამოწმონ, ნახონ ყველაფერი დეტალურად”, – თქვა თეა გვარამიამ.