წლის განმავლობაში ყველაზე საგანგაშო სტატისტიკა – ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 666 შემთხვევა გამოვლინდა. მსგავსი ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში 8 თვეა არ დაფიქსირებულა, დაავადების დღიური მაჩვენებელი 9%-ს მიუახლოვდა. კრიტიკულ ზღვარზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც – მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში COVID-19-მა 180 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საავადმყოფოები და კოვიდსასტუმროები კი გადავსებულია ინფიცირებულ მოქალაქეებით, საქართველოს მაშტაბით არსებული საწოლფონდიდან სულ დარჩენილია 892 ადგილი.
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვას თხოვნით მიმართა – მისცეს უფლება 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციის.
საკოორდინაციო საბჭო არსებული ეპიდემიოლოგიური მდომარეობიდან გამომდინარე მკაცრი გადაწყვეტილების მიღებას – ქვეყნის ჩაკეტვას არ აპირებს და საზოგადოებას და ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატივად მასიურ ვაქცინაციას სთავაზობს.