ყოფილი უმრავლესობის წევრი და პარლამენტარი, ანი მიროტაძე, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ორკესტრირებულ შეტევებს ეხმაურება და რამდენიმე კითხვით პირადად ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
“რას აკეთებ? რას შვები? ამის ბოლო რა არის? სად მიდიხარ ან შენ, ან საით მიგყავს ეს ქვეყანა და ვინ გითხრა, რომ ეს ქვეყანა შენი წასაყვანია სადმე უკუნეთისკენ? ვინ მოგატყუა, ვინ დაგარწმუნა, ვინ დაგაჯერა, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი აუცილებლად გაიმარჯვებს? ვერ გაიმარჯვებს”! – აღნიშნა მიროტაძემ ტვ” მთავართან”.