“კობახიძე, რომელიც წარმოადგენს იმ ინსტიტუციას, რომელიც არის ფსკერზე, ჩვენ გვეუბნება, რომ ხალხს ვძულვართ”

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი დიდი აფიორა, რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აკეთებს” – ასე აფასებს ტვ “მთავართან” ტელეწამყვანი ვახო სანაია ჟურნალისტებს წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან წახალისებულ თავდასხმებს.

“ივანიშვილმა იცის, რომ რაც ამ წლების განმავლობაში აკეთა, აზრი არა აქვს, თუკი მედია არსებობს. ამიტომ, მას ახლა სჭირდება მედიის განადგურება. ამაზე ყველა ვთანხმდებით.
მე ვეყრდნობი კვლევებს… ყველა კვლევით, მედია არის მესამე ადგილზე ნდობის თვალსაზრისით: ეკლესია, ჯარი და მერე მედია. საზოგადოება ამბობს, რომ ქართულ მედიას ენდობა და რას ამბობს კობახიძე, რომელიც არის პარლამენტში და რომელიც არის ფსკერზე ნდობის თვალსაზრისით? ე. ი. მე, იმ ინსტიტუციის წარმომადგენელს, რომელიც მესამე ადგილზეა საზოგადოების შეფასებით, მელაპარაკება და მეუბნება იმ ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც ფსკერზეა, რომ ვძულვარ საზოგადოებას. კობახიძე ჩვენ გვეუბნება, რომ. თურმე ის უყვართ და ჩვენ ვძულვართ.
რატომ ვთქვი, რომ ეს არის აფიორა? იმიტომ რომ ერთი- საზოგადოების მხარდაჭერა ამ ნაწილში არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მხარეს, მაგრამ მას სხვა ამოცანა აქვს- ბოტებით, ტროლებით, მათი დაგეშილი ტიპებით გვებრძოლოს და ამით შექმნას ილუზია, რომ თითქოს ჩვენ ვძულვართ საზოგადოებას”-ამბობს სანაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share