დღეს გურიაში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევიდან 1033 თბილისში გამოვლინდა, 411 აჭარაში, 782 კი იმერეთში.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია:

  • ქვემო ქართლი – 130;
  •  შიდა ქართლი – 74;
  • გურია – 53;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150;
  • კახეთი – 133;
  • მცხეთა-მთიანეთი – 79;
  • სამცხე-ჯავახეთი – 59;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 23.

საქართველოში დღეს, 9 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 470.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 60 680 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 45 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 499.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share