გახარიას გუნდის კანდიდატები ქალაქ ოზურგეთში ცნობილია (ექსკლუზივი)

ყოფილი პრემიერ_მინისტრის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ოზურგეთში აქტიურად მუშაობს.

როგორც გურიის მოამბისთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი ქალაქის ერთ_ერთ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი სირაძე, ოზურგეთისთვის “ჟორიკად” ცნობილი , ამ დრომდე უპარტიო , ახალგაზრდა იქნება.

ფოტოს გახსნა

სირაძეს ოზურგეთში ბევრი ადამიანი იცნობს.

 

სირაძის კონკურენტი, როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” “ქორად” ცნობილი ლელა საჯაია იქნება.

ეს ის საჯაიაა, რომლის მეუღლე, ნესტორ რამიშვილი, 2 წლის წინ ქართული ოცნებიდან გარიცხეს და გუბერნიიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება მეორე კანდიდატს _ ჩვენი წყაროს თქმით, ის ვოვა სალუქვაძე იქნება.

ფოტოს გახსნა

ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ოზურგეთში დასუფთავების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია ვინ იქნება მისი კონკურენტი მმართველი გუნდიდან.

 

თუმცა, როგორც წყარო გვეუბნება, სალუქვაძის კონკურენტად ბავშვთა ექიმ დავით მდინარაძის შვილს, ირაკლი მდინარაძეს განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share