“საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას თავზე გადაახია ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულება და განაცხადა, რომ არ აპირებენ ხელისუფლებიდან წასვლას საარჩევნო-დემოკრატიული გზით. ეს უკვე ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარებაა!
ცხრათავიან გველეშაპს დაემატა კიდევ სამი თავი. ასეთი პრეცედენტები კაცობრიობის ისტორიამ იცის ცოტა, ერთი იყო ასეთი ჰიტლერის ხელშეკრულება, მეორე სოჩის ხელშეკრულება, მოგვცეს გარანტია, რომ იქ მშვიდობა იქნებოდა და მესამეა ეს “.-განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.