“ქართულ ოცნებას” მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს და არა ქვეყნის”

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება. სენატორი  წერს, რომ “ქართულ ოცნებას” მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს:

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა და მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს და არა – ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს” , – წერს ჯიმ რიში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share