“ქვეყანას მართავენ პუტინის” ნამესნიკები”

ენმ-დან ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებას ეხმაურება და კობახიძის განცხადებას, რუსული გეგმის ნაწილად განიხილავს:

“ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, როცა “ქართული ოცნების” დღევანდელმა განაცხადებამ, ქვეყანა ჩააყენა ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე, როცა ყველაზე ძვირფასი, ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალი დააყენა დიდი საფრთხის ქვეშ, ნუ ელოდებოდით, რომ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ცხელი გონებით. რომელ გადაწყვეტილებასაც შესაძლოა მომენტალური ეფექტი ქონოდა გაბრაზებული მოსახლეობის გულის მოსაგებად, მაგრამ გრძელვადიან პროცესში ზიანის მომტანი იყოს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის! როგორ იტყვიან, ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა, რადგან ქვეყანას მართავენ პუტინის “ნამესნიკები” – წერს ასკურავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share