ბრიტანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დენიელ ჰამილტონი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასა და 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლას ეხმაურება:
ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა. ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გაახანგრძლივებს და სამწუხაროდ, ძირს უთხრის ნდობას საქართველოს, როგორც პარტნიორის მიმართ. ივანიშვილის ირაციონალური ესკალაცია ქვეყანას განადგურებით ემუქრება, – წერს ჰამილტონი.