საქართველოს უკვე აქვს საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ განცხადებას.
როგორც მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, მას შეუძლებლად მიაჩნია “რუსეთის წაგულიანების გარეშე ასეთი თავხედური ნაბიჯის გადადგმა“.
“ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და საერთაშორისო იმიჯზე. ეს არის სახელმწიფო, რომელიც არცერთი ტიპის ხელშეკრულებას არ იცავს და უკვე საერთაშორისო სტაჟიანი თაღლითის იარლიყი აქვს. რანაირად უნდა იცხოვროს
ამ სახელმწიფოში მოქალაქემ, როგორ უნდა დადოს ბიზნესში, სამართლებრივ საკითხებში ხელშეკრულებები, რადგან გარანტი, სახელმწიფო არის არაერთგზის სტაჟიანი საერთაშორისო თაღლითი”-აღნიშნა მარგველაშვილმა.