ვის სჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, ვერ გამოვიდნენ 90-იანებიდან – ნინო წილოსანი

ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ ნინო წილოსანის აზრით, მიტინგები აღარავის სჭირდება და ის 90-იან წლებში ჩარჩენილობის მაჩვენებელია.

“ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები , სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან. დემოკრატია კომპლექსური პროცესია – ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია , ინსტიტუტები .. დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში , რადიკალიზმია – თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა”, – წერს წილოსანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share