ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ ოპოზიციას მანდატების დათმობა უჭირს.
“როგორ გინდათ ახლა ამათ დაატოვებინო პარლამენტი? მეტი რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, რომ დათმონ მანდატები.. რაის დამტოვებელია ეს ოპოზიცია… მამენტ, რაის დამტოვებელიცაა, იმის მომგებია არჩევნებშიც. ხოდა, დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, 28 ივლისი და 3 ოქტომბერს დაიწყეთ მერე წუწუნი-უი, ისევ გაგვიყალბესო” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში, აღნიშნული პოსტის კომენტარებში კი აღნიშნავს: – “მე ვის მივცემ, ეს არაა პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ დღეს დავრწმუნდი,არ არიან ესენი მოგების უნარიანები, მინუსებში აქვთ პოლიტიკური რეაქციები”.