“მოგვწონს თუ არ მოგვწონს ცალკეული დეტალები, წილი ნაყარია! რუბიკონი გადალახულია! ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად დაიწყო!

“არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. მელიას პარლამენტიდან გასვლაც.

მოგვწონს თუ არ მოგვწონს ცალკეული დეტალები,

წილი ნაყარია!

რუბიკონი გადალახულია!

ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად დაიწყო!

უფლება არ გვაქვს, დავაზიანოთ ეს ბრძოლა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი შეფერხება შევქმნათ!

ps სხვების პარლამენტში დარჩენა, ამ ვითარებაში, პირადად მე არ მიმაჩნია სწორად. თუმცა არსებითი ახლა ეს ნამდვილად არ არის. ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო და პირად მოსაზრებებზე ვერაფრით ვერ ავაგებ ამ ეგზისტენციალურ გამოწვევაში ჩემს ჩართულობას. ვერ დავაყენებ სამშობლოზე მაღლა! მთავარი ახლა გამარჯვევბაა!”

წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share