“რასაც ამბობს, ალბათ იმას იზამს” – ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ვიდეო მიმართვას, სადაც ის საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს:
“თქვა, რომ ჩამოვალო და ვფიქრობ, ასე აქვს გადაწყვეტილი, უფლება გვაქვს დავიჯეროთ, ან არ დავიჯეროთ.
მაგრამ მანამ მინდა ერთი რამ ვთქვა. ვიცით რომ ძალიან რთული სიტუაცია. არის საუბრები ჩემი კოლეგების მხრიდან, რომ” ოცნებამ” ჩაატარა შიდა კვლევა, რომლის შედეგიც იყო მძიმე და ისინი არიან ამის გამო დაბნეულები, მაგრამ საქმე არის უფრო სერიოზულად. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და ეს სატყუარა, რაც ახლა შემოგდებულია- ბიძინა თითქოს არის შეშინებული, არ უნდა მიიღოს ასე საზოგადოებამ.
რუსული გეგმა გულისხმობს, რომ ჩვენ ყველაფერი მივიღოთ, რასაც ეხლა შემოგვიგდებენ. ჩვენ ახლა საქმე აღარ გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, საქმე გვაქვს რუსულ სპეცსამსახურებთან.
აგერ ვნახეთ ორჯერ კბილებით როგორ დაგლიჯეს ევროპის დროშა და როგორ ესხმიან თავს ჟურნალისტებს. რატომღაც გვაჩვევენ იმას, რაც ადრე ჩვენთვის ალბათ წარმოუდგენელიც კი იყო.
ახლა არის მათი ერთადერთი საფიქრალი- რას იზამს სააკაშვილი. ეს საკითხი მათ უდგათ და მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, ცოტა მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხებს, როცა ჩვენი დაბრუნება უნდათ რუსულ გვამში.
მე ვურჩევ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, გადააფასონ მათი განცხადებები.
ხალხი არ გამოდის ქუჩაშიო- დიახ, იმიტომ რომ ხალხში ჩნდება ეჭვები. თუნდაც იმაზე, რატომ არ არის ოპოზიცია ერთიანი”-აღნიშნა სანიკიძემ ტვ” პირველის” ეთერში.