“ამერიკას მოთმინება გამოელია, ისევე როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებს”

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი “ოცნების” მიერ მისელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებს მოთმინება გამოელიათ.

მისი თქმით, საქმე სერიოზულადაა:

“გაბრაზებული საკმაოდ მძიმე ტერმინია.  არასდროს მინახავს ის საელჩოს განცხადებაში გამოეყენებინოს.

სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკას მოთმინება გამოელია, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე.

ეს სერიოზულია. გამოფხიზლდით”, – წერს ილვესი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share