ქართველმა მძიმეწონოსანმა ძუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში რუსი მეტოქე ტემირლან ბაშაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე უკვე სამი მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო და ორი ვერცხლი. ახლა კი ნაკრებისა და ზოგადად, ქვეყნის ოლიმპიურ ყულაბას კიდევ ერთი მედალი მიემატება.