“ლიტერას” ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი დარჩა

ამ დროისთვის, “ლიტერას” ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე რჩება.

ჟიური დანარჩენმა ოთხმა წევრმა უკვე დატოვა.

კონკურსი დატოვა არაერთმა მწერალმაც. ეს გადაწყვეტილება მათ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად მიიღეს.

ამბობენ, რომ, ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულრწფელად განიცდის, “კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს” სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share