მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვა ჯერ ერთი, მმართველ პარტიას დაეხმარება ამით და მეორე, თუ ჩამოვა, დღეს ის მსჯავრდებულია და იქნება დაკავებული. მესმის, რომ ოცნებამ, შეიძლება, ამნისტია გამოაცხადოს და შეიწყალოს – მიშასაც გამოუშვებენ, ისე როგორც მელია და რურუა გამოუშვებს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის სასაცილოა
განაცხადა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 29 ივლისს მორიგჯერზე დააანონსა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოვა.