ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დროის სხვადასხვა
მონაკვეთში წყლის ჭავლი გამოიყენა. ცესკოს ტერიტორიის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად პროცესში ჩართული იყო სპეცრაზმიც.
კახაბერ საბანაძის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს.
გუშინ განვითარებულ მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:
ასევე, არასდროს მომეწონება სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში ძალით შეჭრა ან სამართალდამცავებისთვის ქვების სროლა.
პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. დაე, ის უქმნიდეს დისკომფორტს ყცელას, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგია, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ქცევა არ მომწონს.
დაკიდევ, მგონია, რომ არანაირი თანამდებობა არ ღირს, თუ ხალხის წინააღმდეგ ხარ.
არა ძალადობას!
არა მედიაზე თავდასხმას!”
შეთავაზებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, იქ საგამოძიებო კომისიის შექმნას არჩევნებთან დაკავშირებით. თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთებოდა ისეთი და იმ მოცულობის დარღვევები, რამაც არსებითად დაამახინჯა შედეგები, მაშინ დათანხმდებოდა რიგგარეშე არჩევნებზე.
ქილიკი და 52% (მათივე დათვლით) ამომრჩევლისთვის ნაცის ძახება ადვილია, მაგრამ ცუდად მთავრდება…”
პ.ს. ქოცებმა არ დააკომენტაროთ”
გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე:
ძალიან ცუდი ღამე იყო წუხელ. ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მძიმე. და კიდევ უფრო იმიტომ რომ იყო ხალხი რომელიც კედელ კედელ დადიოდა სწორედ იმ გონორით და ემოციით როგორც იმ დღეს მერაბიშვილი.
მაგრამ ახალი დღე გათენდა და კიდევ უფრო ნათელია ამ კვირის მთავარ დილემებზე პასუხი.
2. გათვლა იმაზე რომ ამით ვინმე რამეს გაიგებდა მგონი წუხელ თვალნათლივ დავინახეთ არ იყო სწორი;
3. ხელისუფლება ჯიბრში უდგას საკუთარ მოსახლეობას და არაფრით უნდა აღიარება რომ ქვეყნის ხელისუფალია და არა მხოლოდ 48 პროცენტის. იმდენად ზურგით დგას მოსახლეობის ნახევართან რომ დარბევას ვიწყებთო ამის გასაფრთხილებლადაც კი არ შეიწუხა თავი;
4. როდესაც პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ულტიმატუმის რეჟიმში მუშაობს იქ სახელმწიფოებრიობაა პირველი მსხვერპლი და აგურ აგურ დაშალეთ აბა თქვენ იცით რაც დარჩენილია;
5. იქნებ გამოჩნდეთ ვინმე ვინც რეალურ ნებას აჩვენებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკის კეთების და დიალოგის კარს გააღებს. აზრიანი, კონსენსუსის ძიებით მოტივირებული დიალოგის;
6. გუშინ აქვიის დაშლა, იპოზიციის მიერ, (მომიტინგეებისთვის მოწოდება ღამე სახლში გაეთენებინათ) იყო სწორი, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება. იქნებ ეს გამოიყენოს ოცნებამ საწყისად;
7. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ მანევრი მაინცდამაინც არც ერთ მხარეს არ გაქვთ დარჩენილი. უფრო დიდი შეცდომების დაშვების შესაძლებლობა კი უსაზღვროა
ამათი არაადეკვატურობა უკვე კოვიდ-19 ზე არანაკლებ საშიშია ქვეყნის ჯანმრთელობისთვის.”
მსგავსი სტატიები
- 100
მერი სიტყვიერ დაპირისპირებას მოქალაქესთან ადასტურებს თუმცა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ჩოხატაურის მაცხოვრებელი ტატო ვასაძე ირწმუნება რომ მერმა მას ჯერ აგინა, შემდეგ კი სცემა და ბოლოს მოსდევდა და ემუქრებოდა კიდეც. როგორც "გურიის მოამბესთან" საუბარში დაზარალებული ტატო ვასაძე ყვება, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაური ბახმაროს გზაზე მოხდა. საცობის დროს, ვასაძის თქმით,…
- 100
მათი სიყვარულის ისტორიაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ამბობენ, რომ ისინი ჰოლივუდის გლამურულ წყვილის სტატუსს დღემდე ინარჩუნებენ. 19 წლის ლორენ ბეკოლი, სამოდელო კარიერის დასაწყისში იყო, როდესაც მასზე უფროსი 45 წლის, ჰამფრი ბოგარტი გაიცნო, მაშინ ლორენი მოდელობიდან გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და სწორედ იქ შეხვდა თავისი ცხოვრების სიყვარულს. 25-წლიანი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მათ ერთმანეთი მოეწონათ და ურთიერთობა…
- 100
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 95
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…