დღეიდან საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიაში შევიდა – ვინ ვეღარ გაემგზავრება ისრაელში

30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის. საქართველოს მოქალაქეები დღეიდან ისრაელში გამზაგზავრებას ვეღარ შეძლებენ, ამის შესახებ უნფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share