“ცენზურას თეა წულუკიანი კი არა, გვარამია გიწესებთ” | “ოცნების” წევრები წულუკიანის გამართლებას ცდილობენ

მედია ცენზურის ქვეშ – ეს წულუკიანის ახალი ოცნებაა. კულტურის მინისტრს სურს, ჟურნალისტების მუშაობა კანონმა დაარეგულიროს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა უცნობის კიდობანში ისაუბრა. გაიზიარებს თუ არა გუნდი შეუცვლელი მინისტრის ახალ სურვილს, უცნობია.

“ოცნებაში” არ იციან რა თქვან და როგორ გამოასწორონ თეა წულუკიანის ინიციატივის შინაარსი. ქართული ოცნების დეპუტაცია არც ჩვეულ სტილს ღალატობს და კითხვებზე პასუხების ნაცვლად ისევ ჟურნალისტებს ესხმის თავს.

ცენზურას თეა წულუკიანი კი არა, გვარამია გიწესებთ” – მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share