ეს ცენზურაა, გერინგმაც ასე დაიბარა მწერლები – კოტე ყუბანეიშვილი ლიტერატურულ კონკურსზე

ეს ცენზურაა, ცენზურაზე მეტია – ასე აფასებს კოტე ყუბანეიშვილი ლიტერატურული კონკურსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პოეტი პარალელს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიასთან ავლებს და აღნიშნავს, რომ მაშინაც ანალოგიური სიტუაცია იყო.

ეს ცენზურაა, ეს ცენზურაზე მეტია, ამათ უნდათ ბოლშევიზმი, ჰიტლერიც კი ასე აკეთებდა. გერინგმაც ასე დაიბარა მწერლები. აქ ერთგულება უფრო ფასობს, ვიდრე ჭკუა, ნიჭი და პატიოსნება. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა- ამბობს ტვ პირველთან პოეტი კოტე ყუბანეიშვილი.

ლიტერატურული კონკურსი მწერლებისა და ჟიურის გარეშე დარჩა. მხოლოდ თეა წულუკიანის კადრი, იოსებ ჭუმბურიძეა, ერთადერთი, ვინც  ,,ლიტერას”ჟიურიშია წარმოდგენილი. როგორ გადაწყდება სადავო ლიტერატურული კონკურსის ბედი, კულტურის მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს.

თეა წულუკიანს მწერლები და ხელოვანები ერთი მეორის მიყოლებით მოუწოდებენ, რომ ჟიურიდან მისი კადრი დაუყოვნებლივ გაიწვიოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share