პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობაიძემ მედიასთან განაცხადა:
რაც შეეხება სრულ ბოიკოტს, გაუგებარია, რა განსხვავებაა აქამდე გამოცხადებულ ბოიკოტსა და სრულ ბოიკოტს შორს.
ჩვენ მიჩვეული ვართ, ისედაც არჩევნებამდე 2 წლით ადრე დაიწყეს ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა. ამ რეჟიმში დაახლოებით 2 წელი გავატარეთ, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიჩვეული ვართ, რომ ოპოზიციის ნაწილი, “მუშაობას” ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებს.
აქედან გამომდინარე, აქ გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს, ახლა პრაქტიკულად სულ 2 სხდომაა დარჩენილი მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და აზრიც დაკარგული აქვს ბოიკოტის რეჟიმში იქნება ოპოზიციის ნაწილი თუ არა. ეს მათი გადასაწყვეტი და მათი უფლებაა. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით“.