გურიის მოამბის ექსკლუზიური ინფორმაციები ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა.
როგორც ვწერდით,
მერობის კანდიდატად ოზურგეთში ავთანდილ თალაკვაძე დაასახელეს,
ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი,
ხოლო ჩოხატაურში დავით შარაშიძე.
აღსანიშნავია, რომ კობახიძემ, კანდიდატების დასახელებისას, განსაკუთრებული აქცენტი ოზურგეთზე გააკეთა და თქვა, რომ მათთვის ოზურგეთი პრიორიტეტულია, რაც სხვა ქალაქების მერობის კანდიდატების დასახელების დროს არ გაუკეთებია.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი გახარიას კანდიდატი, გია ცეცხლაძეა, რომელმაც ოცნებას რამდენიმე დღეა ცეცხლი ნამდვილად შეუნთო, რაც კობახიძემ საჯაროდაც დაადასტურა.