“ვიმოქმედებთ მაშინ, როდესაც ამოქმედდებით”!

ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნები არც ქოცებს აწყობთ და არც ოპოზიციას. ა) რიგგარეშე არჩევნებში, პრაქტიკულად არანაირი შანსი არ გააჩნიათ იმ პარტიებს, რომლებმაც ვაი-ვაგლახით მოიპოვეს რამდენიმე მანდატი და პარლამეტის სავარძელში აღმოჩდნენ. მათთვის სახელმწიფოებრივი ინტერესები არასოდეს იყო და ვერც გახდება პრიორიტეტული. ბ) მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ელექტორატის ზრდასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი გაუკეთებია და რეალურ შედეგებზე დასკვნა გაკეთებული აქვს. (მერე რა თუ ხმამაღლა ვერ ამბობენ) გ) “გ” – “გ”იორგი “გ”ახარიაა. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გააჩნია უნიკალური შანსი აღმოჩნდეს საკანონმდებლო ორგანოში, რადგან ვადამდელ არჩევნებამდე მათმა ელექტორატმა შესაძლებელია სრული ფიასკო განიცადოს… მაშ რას ველოდებით? ალბათ ტრამვაის, რომლის რელსებიც უკვე დიდი ხნის წინ აყარეს და ზუსტად ვიცით, რომ ის აღარ ჩამოივლის. ნურავის გაგიჩნდებათ აზრი იმის შესახებ, რომ საუბარი მაქვს ქოცების უძლეველობაზე. არა პირიქით, საუბარი მაქვს ოპოზიციის უნიათობაზე, რომელმაც ვერ შეძლო 9 წლის განმავლობაში დაესრულებინა ყველაზე სამარცხვინო, მოღალატე და გონება სუსტი ხელისუფლება. შესაბამისად, ნაკლებად მჯერა გაკეკლუცებული პოლიტიკოსების რომლებსაც დღემდე იმედი აქვთ, რომ დასავლეთიდან ვინმე დაუძახებთ ” აბა ბიჭებო დასცხეთ-ო”! არადა დაუძახეს! მართლა დაუძახეს და იყვირეს, ოღონდ დიპლომატიურ ენაზე, რომელიც ჩვენს “გოგო-ბიჭებს” არ ესმით… შეიგნეთ! შეიგნეთ რომ ყოველი თქვენი მიმიკა, ხმის ტემბრი და პოზირება ზეპირად ვიცით. ჩვენ აღარ ვივლით მიტინგებზე თქვენს სანახავად. აღარ დავითხრით თვალებს და აღარ გადავიხდით ჯარიმებს. ვიმოქმედებთ მაშინ, როდესაც ამოქმედდებით!!!
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ ( სულა) სულაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share