“თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს ქალაქს ვემსახურო” _ თალაკვაძე

ოზურგეთის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც მედიას არ წყალობს, ოგიციალური დასახელების შემდეგ განცხაფებას ავრცელებს:

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ოზურგეთის მერობისთვის არჩევნებში მონაწილეობა. მალე” შევხვდებით და კვლავ გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და ულამაზესი სოფლების მომავალი აინტერესებს და მზად არის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამ არჩევნებშიც, ჩვენ გამოვალთ ძლიერი გუნდით და საინტერესო პროგრამით, რომელიც დღეს არსებულ საჭიროებებს საქმით უპასუხებს. ახალი სამუშაო ადგილები, სოციალური დაცვა და ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე, გარემოს დაცვა, ეკოლოგია და ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურის განვითარება – სხვა ამოცანებთან ერთად, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტები ოზურგეთში. თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს მშობლიურ ქალაქს და საზოგადოებას ვემსახურო და ოზურგეთს მადლობა საქმით და წარმატებული პროექტებით უშუალოდ გადავუხადო. ნდობისთვის მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” ლიდერებს და ჩვენს მხარდამჭერებს. მჯერა #ერთად გავიმარჯვებთ!”_წერს თალაკვაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share