ასე იმუქრება უკვე მერამდენე არჩევნებია და ვნახოთ, როგორ ჩამოვა. მაგის თავი რომ ჰქონდეს, აქამდე გააკეთებდა, მაგრამ ვიცით, რომ ამის თავი მას არ აქვს. მშიშარა კაცია და შესაბამისად ძალიან გაუჭირდება ამის გაკეთება. ეს ხალხმაც ძალიან კარგად იცის და ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია საზოგადოებისთვის მისია ასეთი განცხადება , – ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ქვეყანას დაამშვიდებს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ დოკუმენტს პოლარიზაციის გაზრდის მიზნით იყენებდა.
მისივე თქმით, დოკუმენტის საკითხი მთლიანად ამოწურულია და არ აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას შეიცვლის და მოაწერს თუ არა მას ხელს.
„რესურსი არ აქვთ მათ არავითარი პოლარიზაციის და ის ინსტრუმენტიც აღარ აქვთ, რაც შეიძლება დამატებითი პოლარიზაციისთვის ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად ჩვენი ეს გადაწყვეტილება ქვეყანას დაამშვიდებს.