გრძელდება ქვეყნის ყანყალი და ჩამოშლა – ბათუმში ცემეს უცხოელი დიჯეი, მთაწმინდიდან გააქრეს, გაიტაცეს ავსტრალიელი გოგო, რუსთავში გააუპატიურეს უცხოელი გოგო, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია ჰოსპიტალიზებული… (მხოლოდ ბოლო ორი დღის საშინელებათა ჟანრიდან ამბები ამოვკრიბე).
ამგვარი და ყველა სხვა რეალობების გამო
ჰოლივუდმა გააუქმა საქართველოში, კერძოდ სვანეთში დაგეგმილი გადაღებები. მესმის, რომ პროგრესისმოძულე, ჩეჩმის მარადიულობის ერთგული ზოგიერთის მიდრეკილებებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ ჰოლივუდზე არავინ ცოხნოს ახლა აზრები, ჰოლივუდი და გეგმის გაუქმება სიმბოლურად ასახავს ყველა იმ ნაბიჯ-ნაბიჯ, წვალებით და სისხლით გაჭრილი კარების ამოქოლვას, რომელიც ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების უსაზღვრობას უკავშირდება. და ამ ყველაფრის ფონზე, მალე რომ აღარც ტურისტი გვეყოლება, ჩავიხრჩობით უპერსპექტივობაში, მთავრობის მთელი აქტივობა და მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამჯერად მუზეუმის თანამშრომლების წინააღმდეგ. მეტი უფრო აქტუალური ვერაფერი წავიკითხე. ააა, ხო, კიდევ ყოფილ პრემიერს ზურგსუკან როგორ ჭორავდნენ, იმას ყვებიან ახლა ხმამაღლა და იმედი აქვთ, რომ იმდენად ბანძები ვართ, ეს გაგვამხიარულებს და მოგვეწონება.
და რას ვაკეთებთ ჩვენ, ეს უჭკუო, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ერი? – ყველა შესაძლო მცირე ჯგუფად ვიყოფით და ხორცს ვაძიძგნით ერთმანეთს.
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე