ქართველ ძიუდოისტებს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს

როგორც “მთავარმა არხმა” ტოკიოში გაარკვია, სპორტსმენებმა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია დატოვეს და იაპონიაში მცხოვრებ მეგობართან, ქართველ სუმოისტთან, გაგამარუსთან შესახვედრად წავიდნენ.

ოლიმპიურ სოფელში მისულ ძიუდოისტებს კი უთხრეს, რომ ტეროტორიის გაუფრთხილებლად დატოვება შინაგანაწესის დარღვევა იყო და საქართველოში გამოუშვეს.

ამ წუთებში, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი საქართველოსკენ მოფრინავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share