რუსთაველის გამზირზე ამჟამად მიმდინარე აქცია 22:00 საათის შემდეგ არ გაგრძელდება, თუმცა აქტივისტების ნაწილი აპირებს დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად დილის 05:00 საათამდე იქვე დარჩეს.
ნიკა მელიას თქმით, ის დარჩება რუსთაველზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა დარჩეს. მელიას თქმით, ხელისუფლებას “ჭკუით უნდა ებრძოლონ”.
მოძრაობა „სირცხვილია“ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობას აცხადებს. ამის შესახებ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ვისაც შეგიძლიათ დარჩენა, გამაგრდით, 05:00 საათამდე გავძლოთ. ვაჩვენოთ, რომ არ ვემორჩლებით და არ გვეშინია! არ ვაპატიებთ არცერთ გადაცდომას , დაუმორჩილებლობა 22:00 საათიდან“,-განაცხადა მაქარაშვილმა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, არ აპირებს, პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს და საღამოს 22:00 საათის მერეც აქციაზე დარჩება.
უგულავამ განაცხადა,რომ ოპოზიციამ სამოქმედო სტარტეგია საპროტესტოდ განწყობილ ხალხზე უნდა ააწყოს და მათ დღის წესრიგს მოარგოს.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეზღუდვა არის მიმართული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაზე.
ცნობისთვის, დღეს კომენდანტის საათი შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, 22:00 საათიდან მოქალაქეების ქუჩაში ყოფნა აკრძალულია. მოქალაქეს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, პოლიცია 2000 ლარით დააჯარიმებს.