მოკლული შანეი ბრუკის მეზობელთაგან 20-მდე პირი სამმართველოში დაიბარეს

გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი ცხოვრობდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ ადგილზე გამომძიებლები მივიდნენ და მოკლული შანეი ბრუკის მეზობლების სახლები დაათვალიერეს. 20-მდე პირი კი თბილისის მთავარ სამმართველოში დაიბარეს.

გამოკითხვაზე სამართალდამცავებთან ამ დროისთვის გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share