თბილისში ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებას მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები გარკვეული განცხადებებით არათუ “ოცნებას”, არამედ ქვეყანას აზიანებენ:
“პოლიტიკოსები, ე.წ. ექსპერტები, ე.წ. მედია – მეტი რა შეიძლება დავარქვათ, ადამიანის სიკვდილით სპეკულირებენ და ეს სპეკულაცია მიდის არამარტო იქამდე, რომ ოპონენტ პოლიტიკურ პარტიას ავნონ, არამედ მთლიანად რომ ქვეყანას ავნონ. ადამიანები თითქოს ჩასაფრებულები არიან, ოღონდ ვინმე გარდაიცვალოს და შემდეგ ამაზე ააწყონ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხო კამპანია,”-აცხადებს ქადაგიშვილი.