შემოქმედის გულანის გვერდების რამოდენიმე ასლი – უნიკალური ფოტომასალა

კახა ჩავლეშვილი
ადრე გამოვაქვეყნე შემოქმედის გულანიდან წმინდა გიორგის ხატი. დღეს მივაგენი რუსეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმის კატალოგებში შემოქმედის გულანის გვერდების რამოდენიმე ასლს. ასლები შესრულებულია აკვარელში 1898 წელს.
შემოქმედის გულანი როგორც სასულიერო ისე კულტურლი თვალსაზრისით ნამდვილი საუნჯეა, დიმიტრი ბაქრაძის მიერ აღწერილი იქნა გურიის ეკლესიებში დაცული ნივთები, მისი გადმოცემით შემოქმედის ეკელსიაში ინახებოდა – შემოქმედის გულანი, რომელიც 1004 ძალზედ სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავდა, წიგნი იწონიდა ზუსტად ორი ფუთს გულანი მოიცავს ფერადი საღებავებით შესრულებულ წმინდანთა ხატებს. გულანში არსებული მინაწერები მოიცავს მე-16 მე-18 საუკუნის ამბებს.
“ამ ეკლესიაში ინახება შემოქმედელი ბერების ძალიან ხანგრძლივი შრომის შედეგი – გურიის ჟამთააღწერა, დაახლოებით ისეთივე როგორიცაა კიევ-პეჩორისკის პატერიკი.” ნიკოლოზ დუნკელ ველინგი 1853 წელი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share