რუსთავში, ახალი ხიდის მიმდებარედ, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.