სუს-ი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდა

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” გაჟღერებული სკანდალური ჩანაწერებით ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში არსებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდა, მათ ვიდეო/აუდიო ჩანაწერებს კი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს აწვდიდა.

მიმდინარე წლის 17 ივნისს, 23:31 საათზე, საქართველოში ამა და ამ ელჩის თანაშემწე ნ დაუკავშირდა მეგობარ ე-ს. რომელსაც გაუცხადა, რომ ახლახან ესაუბრა თ-ს, რომელიც კონკრეტულ პირთან ერთად პოლიტიკაშია, რაზეც ე-მ ირონიულად აღნიშნა, რომ თ არამარტო პოლიტიკაშია მასთან ერთად. ე-მ ნ-ს მოუყვა, რომ თ-ს ძმა ორი წლის განმავლობაში დასდევდა, თავიდან მასაც მოსწონდა და ფიქრობდა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო…. ეს უბრალოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ საელჩოს თანამშრომლების მოსმენაც მიმდინარეობს, – ამბობს ნიკა გვარამია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share