“თქვენი განათლების მინისტრს ხომ აქვს წაკითხული ორი წიგნი? ხოდა მესამეც მიამატოს და ექვთიმე თაყაიშვილის შემოქმედებას გაეცნოს!
პ.ს. ლადო აფხაზავა თავისუფალ აზროვნებას ასწავლის ბავშვებს, რომ ექვთიმე და ბიძო არ აერიოთ ერთმანეთში” !-ასე ეხმაურება ლანჩხუთის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლელა ქინქლაძის შეფასებას ლანჩხუთელ კოლეგა ლადო აფხაზავაზე, სადაც მას ფაქტობრივად უწიგნურად მოიხსენიებს:
“ყაბალახი არ დაკარგო! ორი წიგნი არ აქვს წაკითხული დატრენინგებული ენჯოშნიკია , ე, იმ ტრენინგები რაც ისწავლა აკეთებს! 2 წიგნი არ ექნება წაკითხული, შეამოწმეთ მაგის ინტელექტი! ასეთებს სპეციალურად ზრდიან, ბევრი გამოჩნდება , ბევრი ლადოიე ბავშვების ტვინებს გამოსარეცხად! ლადოიე ტალახი არ დაკარგო, ცოცხი ისედაც ქე გაქ!”-დაწერა ქინქლაძემ აფხაზავაზე.