ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” და პარტიის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მარშანიშვილი წერს, რომ მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა და დამოუკიდებლად აპირებს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრას, ამის შესახებ ის საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით მეგო რებო, როგორც თქვენთვის ცნობილია 2010 წლიდან ვარ ქართულ პოლიტიკაში, 2017 წლიდან ვიყავი ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დღეის მდგომარეობით ვარ საკრებულოს წევრი და წარმოვადგენ ამ პარტიას, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვე აღნიშნული თანამდებობა არა პოლიტიკური შეხედულებები და ღირებულებების გამო, არამედ სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ჩემს გადაწყვეტილებას მოყვა უსაფუძლო ეგრეთწოდებული ჭორები, რის გამოც მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ვაპირებ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ, რასაც უნდა მივაღწიო დამოუკიდებლად, შესაბამისად ჩემს მიერ იქნა მიღებული საბოლოო და მყარი პოზიცია კენჭი ვიყარო დამოუკიდებელი (უპარტიო) მაჟორიტარის რანგში ჩოჩხათში, ეს ხელისუფლება დასამთავრებელია რისთვისაც მონახული უნდა იქნეს ყველა მშვიდობიანი და პრაგმატული გზა, ჩემს შემთხვევაში ყველაზე სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა ვიყარო კენჭი დამოუკიდებლად(უპარტიოდ), ვიყო თითოეული ჩოჩხათელის დეპუტატი მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, დიდი იმედი მაქვს ჩემი ჩოჩხათელების საღი აზრის და მხარდაჭერის! ასევე იმედი მაქვს ყველა პტოდასავლური ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის!”-წერს მარშანიშვილი.