“მკტარს გააცოცხლებს მკტარს, დააყურე რაფერ ჭივა..”-ზურა შევარდნაძე

“მკტარს გააცოცხლებს მკტარს, დააყურე რაფერ ჭივა..” იტყოდა ბებია, ხის კოვზით ხელის გულზე დაგვაწენწებდა, გავლოკავდით, შევაქებდით , გაგვაჟრუალებდა.
ბოთლებში თითო კოვზ ზეთს ჩაასხამდა, სიმინდის ნაგულას დუუცობდა და გრილად მიმარხავდა მიწაში, ყუდროში, თაროების ქვეშ, ხულაში.
ჯერ საყოველდღიოთ და ცოტა მოგვიანებით შესანახადაც მოვხარშავთ ზამთრისთვის.
რეცეპტს ნედლი ქინძით, განთქმული გურული მზარეული , ჩვენი ნინო კვაჭანტირაძე გვთავაზობს. საქალებო საქმეში რომ ჩანს ოქოს ხელები მისია))
ქვაბის ძირზე ჩააფენთ ქინძის, ცერეცოს ტოტებს, ჩაყრით გარეცხილ ტყემალს და გათუთქვთ, რომ გაგრილდება, გაცხრილავთ და შეანელებთ გატარებული ქინძით, ნიორით, წიწაკით, მარილით.
ზოგს მოსწონს ომბალო, ჩვენ გურულები ზოგან ვწყალობთ და ვიყენებთ, ზოგან არა და მის გარეშეც გემრიელს ვაკეთებთ. სადაო ამბავია.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share